top of page

Cven Sesaxeb

დღეს თანამედროვე მსოფლიო მოდის ძირითადი აქცენტი გადატანილია საავტორო სკოლებსა და შემოქმედებით სახელოსნოებზე. მსგავსი სასწავლებლების კურსდამთავრებულები გამოირჩევიან პერსპექტიულობით და პროფესიონალიზმით.

სასწავლო ცენტრი კორა დაარსდა 2002 წელს. მალევე მოიპოვა იურიდიული სტატუსი, შექმნა პერსონალური ვებ-გვერდი და დაუკავშირდა ყველაზე რეიტინგულ სოციალურ ქსელებს.
სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან ბევრს დღეს საკუთარი ბიზნესი აქვს, მათ შორის საზღვარგარეთაც. სასწავლებელი აღჭურვილია თანამედროვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დაზგა-დანადგარებით და სპეცმანქანებით, კომპიუტერებით. ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამა მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას მოდის ინდუსტრიისთვის. სასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი ახალი პროფესია აქციოთ შემოსავლის წყაროდ, გახსნათ საკუთარი სასწავლებელი, მოახდინოთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია, შეასრულოთ ძვირადღირებული ინდივიდუალური შეკვეთები, შექმნათ ექსკლუზიური მოდელები, სხვადასხვაგვარი აქსესუარები, მიიღოთ მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებში, ჩამოაყალიბოთ და მართოთ საკუთარი ბრენდი, იყოთ გამორჩეულნი, ჩაიცვათ მოდურად და ამავე დროს, ყველასგან განსხვავებულად.

რა არის კორას მისია?!

  ჩვენ შევიმუშავეთ საკუთარი მეთოდიკა ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და ტექნოლოგიის სფეროში, რაც საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში შექმნათ მოდური, ხარისხიანი და ექსკლუზიური მოდელები თქვენთვის და გარშემო მყოფთათვის. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შედეგად, ჩვენ გავაერთიანეთ თანამედროვე და არაერთგზის ნაცადი  მეთოდები.

კორას სასწავლო ცენტრის მთავარი პრიორიტეტია მუდმივად განახლებადი პროგრამა, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებული საქმიანობისთვის. ისევე როგორც მოდა და მოდური ტენდენციები, სასწავლო პროგრამაც უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი. თანამედროვე ჩაცმის სტილი, სილუეტები, თანამედროვე ქსოვილების სტრუქტურა მოითხოვს ახლებურ მიდგომას. მოდის მიმდევრების გემოვნება ვერ იქნება დაკმაყოფილებული, თუ სასწავლო პროცესში ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და ტექნოლოგია ისევ იმ საფეხურზე დარჩება, რაც წლების და ათწლეულების წინ იყო და რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში რეალობაა. ამიტომ, დაივიწყეთ მრავალგვერდიანი, გაურკვეველი და დამაბნეველი ფრაზებით სავსე კონსპექტები, ურთულესი ფორმულები და კორას თანამედროვე პროგრამის დახმარებით გაიმარტივეთ და გაილამაზეთ ცხოვრება.
  ჩვენს პროგრამაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად
გაამარტივა და გააუმჯობესა მოსწავლეებისთვის თეორიული და პრაქტიკული მასალის აღქმის პროცესი.

მოგვწერეთ თქვენი სურვილები, შენიშვნები, წინადადებები და შეკითხვები!
გამოიყენეთ თქვენი ცოდნა, უნარი და ფანტაზია, იყავით პრაქტიკულნი და წარმატებულნი!

saswavlo centri kora - yvelaferi kervis da qsovis Sesaxeb

bottom of page