კორას სტუდია. ხელით ნაქსოვი

ჩვენი სასწავლო ცენტრი გთავაზობთ არა მხოლოდ სრულყოფილ სწავლებას, არამედ გამორჩეული დიზაინის და საუკეთესო ხარისხის ნაქსოვ ტანსაცმელს.

ხელით ნაქსოვი პულოვერი - ზომა 42-44. ფასი 130 ლარი.

დაზგაზე ნაქსოვი ბლუზი. ზომა 42-44. ფასი 80 ლარი.

ხელით ნაქსოვი პულოვერი კორას სტუდიიდან. რთული, კომბინირებული ნაქსოვი სახით. ზომა 40-42. ფასი 150 ლარი.


ახალი, მოდური ქუდები! ხელით ნაქსოვი ქუდების ავტორები არიან კორას მიმდინარე ჯგუფის მოსწავლეები.

კორას სასწავლო ცენტრში სექტემბრის ბოლოს შედგა ხელით ქსოვის შემსწავლელი ჯგუფი. თითოეული მოსწავლე დღეს, სწავლის პარალელურად, უკვე მუშაობს საკუთარი მოდელების დამზადებაზე. ქსოვენ სხვადასხვა სირთულის ტანსაცმელს და აქსესუარებს. ''კორას'' გააჩნია სრულყოფილი ბაზა იმისთვის, რომ მიაწოდოს მდიდარი ინფორმაცია თავის მოსწავლეებს: სქემები და ნიმუშები, სქემების შედგენის და წაკითხვის წესები, ტრიკოტაჟის დამუშავება, ტექნოლოგიური ოპერაციები, ზუსტი გამოთვლები, მრავალფეროვანი კვანძები, საქსოვი და დეკორატიული ძაფების ცნობა და გამოყენება, მეტრაჟის გამოთვლა და მრავალი სხვა. ასევე შეგახსენებთ, რომ ხელით ქსოვის შემსწავლელ მომდევნო კურსზე მიღება დაიწყო 24 ოქტომბრიდან და დასრულდება 26 ნოემბერს. წინასწარი რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfYjrvlUh6QbXQR1Y5_ov44fls0lu-Q4x85EXv_pXO_G_RP4g/viewform?c=0&w=1

კორას კურსების ხელით ქსოვის შემსწავლელი მიმდინარე ჯგუფის ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი - სკოლამდელი ასაკის ბავშვის კაბა მოქსოვილია ყაისნაღით.

ორიგინალური, თბილი, ჰაეროვანი და პრაქტიკული შარფი მოიქსოვა საშემოდგომოდ კორას ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა და გამოგვიგზავნა ფოტოსურათები. მასვე ეკუთვნის მელანჟეს ძაფით მოქსოვილი პულოვერი.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved