ცოტა ხნის წინ გაგიზიარეთ ქსოვილი, რომელიც ახალი პროექტისთვის შევარჩიეთ. დღეს ეს საგაზაფხულო ორეული დასრულებულია და კიდევ არაერთი ახალი მოდელისთვის ვემზადებით. როცა იკერავ საკუთარი ხელით, ასმაგად მოგებული ხარ როგორც მატერიალური, ისე ინდივიდუალიზმის და სტილის თვალსაზრისით. შემოგვიერთდით, დარჩით ჩვენთან ერთად და შეისწავლეთ კერვა კორას დახმარებით თუკი ეს თქვენი სულიერი და მატერიალური საზრდოა!



საგაზაფხულო ჟაკეტისთვის გამოვიყენეთ მისონის ტრიკოტაჟი და ხელოვნური ტყავი. კომფორტულია და აქტუალური.
გთავაზობთ სასწავლო კურსებს ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების, კერვის ტექნოლოგიის, ჭრა-კერვის შესწავლის მსურველთათვის:

14 თებერვლიდან სამშაბათი-პარასკევი,13.00 - 15.00სთ
16 თებერვლიდან ორშაბათი-ხუთშაბათი 15.00-17.00სთ
14 იანვრიდან, სამშაბათი-პარასკევი 11.00 - 13.00 სთ
16 იანვრიდან, ორშაბათი-ხუთშაბათი 17.00 - 19.00სთ
სრული კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, კვირაში 2-ჯერ, 2 საათიანი გაკვეთილებით. კურსის ღირებულება: 1 თვე - 250ლარი.ტვიდის კაბა ''შანელი'' შეკერილია კორას სტუდიაში ქსოვილის თავისებურების და კერვის ტექნოლოგიის ყველა წესის დაცვით და გათვალისწინებით.

ჩვენთან შეისწავლით ყველა ოპერაციას და გზებს, რომელიც კერვის დროს დაგეხმარებათ ხარისხის მიღწევაში და დროის მაქსიმალურად დაზოგვაში.









რასაც საკუთარი ხელით შექმნით, ყველაფერი თქვენს წინსვლაზე და წარმატებაზე იმოქმედებს. არ აქვს ნიშვნელობა, ეს მცირე ზომის დეკორატიული ნივთი იქნება, თუ ძვირადღირებული კაბა. თუ დამწყები ხართ, გირჩევთ სწორედ მცირე ზომის მარტივი აქსეუარებით დაიწყოთ და შემდეგ განავითაროთ თქვენი შესაძლებლობები ისე, როგორც ამას ჩვენი მოსწავლეები აკეთებენ დეკორის კურსიდან.

17 ნოემბრიდან იწყება ახალი კურსი ჭრა-კერვის, ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და კერვის ტექნოლოგიის შესწავლის მსურველთათვის.
ორშაბათი - ხუთშაბათი 16:00 - 18:00სთ


ჩვენ შეგასწავლით ხარისხიან კერვას! საბაზისო თარგების აგებას და გამოყენებას ლეკალოების მისაღებად, მოდელირების პრინციპებს მარტივიდან რთულამდე, კერვის ტექნოლოგიას პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
7 ნოემბრიდან: ორშაბათი - ხუთშაბათი 10:30 - 12:30სთ
ერთი შეხედვით მარტივი ქვედაკაბა ''მზე'' სინამდვილეში საკმაოდ პრეტენზიული და პრობლემატურია კერვის პროცესში. თუ არ იცით, რა საიდუმლოს ინახავს ეს შესანიშნავი ვიზუალის მქონე კონსტრუქცია, ვერასდროს მიაღწევთ სასურველ შედეგს.

იდეალური თარგის საიდუმლო - დროის ეკონომია, მაქსიმალური სიზუსტით მორგებული სამოსი, ხარისხის გარანტია, მხოლოდ ერთი მორგება და თქვენი ნაწარმი მზადაა! ამის მიღწევაში კორა დაგეხმარებათ!

ვკერავთ კორასთან ერთად!
საზაფხულო ბლიც-კურსი 1 ივნისიდან ჭრა-კერვის შესწავლის მსურველებისთვის!
12 გაკვეთილში თქვენ შეისწავლით ქალის კაბის/ბლუზის საბაზისო კონსტრუქციის აგებას მაქსიმალური სიზუსტის გარანტიით. თარგის გამოყენებას სხვადასხვა მოდელის შესაქმნელად. ქსოვილის გამოჭრას, კერვას და კერვის ოპერაციებს. ასევე, ცალკეული კვანძების დამუშავებას პროფესიონალურ დონეზე.
გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2 საათიანი ხანგრძლივობით.
ოთხშაბათი - შაბათი 11.00 - 13.00 სთ.
კურსის ფასია 350 ლარი.
სრული კურსი ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და კერვის ტექნოლოგიის ხაზით!!!
- სრული კურსი მოიცავს საბაზისო კონსტრუქციების აგებას და გამოყენებას ლეკალოების მისაღებად, მოდელირების პრინციპების შესწავლას მარტივიდან რთულამდე, კერვის ტექნოლოგიის დაუფლებას პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
- სრული კურსის ხანგრჩლივობაა 6 თვე, სწავლება კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრჩლივობა 2 საათია. სრული კურსის ღირებულებაა თვეში 250ლარი.
შეიკერეთ საკუთარი ხელით და თავს ყოველთვის იგრჩნობთ კომფორტულად და გამორჩეულად!






საკუთარი ხელით შეკერილი ტანსაცმელი სხვა განწყობას ქმნის. დალიანდაგებული ქურთუკიც ამის მაგალითია. უზომოდ კომფორტული და თბილია, დარჩენილი ქსოვილი გამოვიყენეთ მოდური და პრაქტკული ჩანთისთვის! შემოგვიერთდით და შეისწავლეთ ჭრა-კერვა კორასთან ერთად. გვესტუმრეთ და შემოგვიერთდით ჩვენს არხებზე: და სოციალურ ქსელებში
ტყავით გაწყობილი წითელი კაბა კორას გარდერობიდან.
ხავერდოვანი ზედაპირის მქონე კაბა ყოველთვის მისაღებია ნებისმიერ სიტუაციაში!
ხელოვნური ბეწვის ქურქი მარტივად და სწარაფად! სითბო და კომფორტი გარანტირებული გექნებათ!
კომბინირებული კაბა ფიგურული რეგლანით და კონტრასტული კანტებით.

ჩვენთან ისწავლება არა მარტო ქსოვილებზე, არამედ ტყავთან მუშაობაც, რაც საშუალებას მოგცემთ შეიკეროთ მოდური სამოსი.
ფირუზისფერი ტილოს ქვედა კაბით და თეთრი ბატისტის ტოპით დროებით ვემშვიდობებით ზაფხულს და ვიწყებთ საშემოდგომო მოდელებზე მუშაობას. ვისაც სურს გარდერობის განახლება საკუთარი ხელით, შემოგვიერთდით, შეისწავლეთ და არ გამოტოვოთ კორას სიახლეები!
შეისწავლეთ კერვა ჩვენი კურსების დახმარებით და თქვენი ჩაცმულობა არასოდეს დარჩება ყურადღების მიღმა.


ყველაზე დიდი სტიმული და თავდაჯერებულობა იბადება მაშინ, როცა საკუთარი ხელით შეკერილ ან მოქსოვილ სამოსში ხარ გამოწყობილი და ხედავ, რომ მსგავსი მეორე არ არსებობს.
ვიდეოანონსი ჩვენი სოციალური ქსელიდან!


მიღება გაგრჩელდება 20 თებერვლამდე. სწავლა დაიწყება 22 თებერვლიდან.
ორშაბათი-ხუთშაბათი 12.00 სთ - 14.00 სთ
სამშაბათი - პარასკევი 14.00 სთ - 16.00 სთ
დაგვიკავშირდით: მობ.: 555-520-688; 577-426-606. ტელ.: 322-140-693
სრული კურსის ხანგრჩლივობაა 6 თვე, დაწყვილებული სწავლება, კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრჩლივობა 2 საათია. სრული კურსის ღირებულებაა 1500 ლარი, ანუ თვეში 250ლარი.


კერავენ ჩვენი მოსწავლეები: ჟილეტი - უნივერსალური, პრაქტიკული და მარტივად მოსარგები.
ასე გამოიყურება ჩვენთან დამზადებული დეკორატიული, მოსახსნელი საყელოების ნიმუშები.

როგორ გამოიყურება პრაქტიკული 'ბომბერი' კაპიუშონით ნახეთ ამ ვიდეოში:
შემდგომი პრაქტიკის კურსის მოსწავლეები სწავლის პროცესში მუშაობენ არა მარტო რთული მოდელების შექმნაზე, არამედ ეცნობიან ექსკლუზიური და ფაქტურული ქსოვილების დამზადების ტექნიკას. ვიდეოს ფრაგმენტი ამ ორიგინალური ჯიბის დამზადების პროცესიდან შეგიჩლიათ იხილოთ ჩვენი სოციალური გვერდის საშუალებით.
ტრიკოტაჟის კაბა პასტელის ფერებში
კერავენ კორას მოსწავლეები: უმთავრესია თეორიის და პრაქტიკის ერთობლიობა.
დელიკატურ ქსოვილებთან მუშაობა არ არის მარტივი. მაგრამ თუ დეტალურად გაეცნობით და შეისწავლით, მაშინ სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მარტივი და სახალისო იქნება.


რამდენიმე მოდური ელემენტი ერთ ბლუზაში: დეკორატიული მაჯები, ჯიბე და ორიგინალური საყელო. მარტივი, მაგრამ ყველასგან გამორჩეული.
შენი ხელით შეკერილი - ყველაფერი ექსკლუზიურია და მის ანალოგს სხვის ტანზე ვერასოდეს ნახავ!
სამუშაო ხელსაწყოები კომფორტული და ხარისხიანი კერვისთვის.
ჩვენ შეგასწავლით ტრიკოტაჟული ქსოვილების თავისებურებას, ნაირსახეობას. ტრიკოტაჟის დამუშავებას და ყველაფერს, რაც ამ ქსოვილს უკავშირდება.
ლილეს კოპლებიანი კაბა











































































































































































