კორას სტუდია 9 – მოდელირება. 2016 წელი

მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილი სამოსი არის ის, რაც განგასხვავებთ სხვებისგან და გამორჩეულ, განუმეორებელ გარეგნობას და იმიჯს მოგანიჭებთ. ამიტომ გირჩევთ, რომ კორა -ს მოსწავლეების მსგავსად, თავად იზრუნოთ ყოველდღიური, მოდური და პრაქტიკული გარდერობის შექმნისა და განახლებისთვის.

ფოტოსურათებზე ასახულია კორა - მოსწავლეების: მარიამის, ხათუნას, ქეთევანის, ვერონიკას და ნანას სასწავლო-სამუშაო პროცესები:


საშემოდგომო და ზამთრის მოდელებზე მუშაობა გრძელდება კორას სტუდიაში. პარალელურად იქმნება გამოსასვლელი კაბები განსაკუთრებული შეხვედრებისთვის. შავი ტრიკოტაჟის კაბა გაწყობილია ფაქტურული ქსოვილით და იგი შეკერილია თამთა ზარანდიას მიერ. იგი ამჟამად გადის სწავლების სრული კურსის ბოლო თვეს.

მასვე ეკუთვნის საშემოდგომო მოდური ჟილეტი.

ნებისმიერი მოდელის შექმნა ნებისმიერი აღნაგობისთვის, დამოუკიდებელი და წარმატებული ბიზნესისთვის. ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ''კორა''-ს დახმარებით.

კორას პროგრამით გათვალისწინებული სრული კურსი, რომელიც მოიცავს ტანსაცმლის დიზაინს, კონსტრუირება-მოდელირებას და ტექნოლოგიას შედგენილია მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში ინტენსიურად და ხარისხიანად შეისწავლოს, დაეუფლოს და შემდეგ თავად შექმნას ხარისხიანი ფუნდამენტი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. სულ რაღაც 5თვეში მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი მოდელის შექმნა, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ საშუალება ეძლევა თავად მართოს თავისი ახალი საქმიანობა.


როგორ გამოიყურება მოსწავლეების მიერ სწავლების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი რამდენიმე მოდელი:

ანანო შენგელაიას პირველი შეკვეთა ''კორას'' სრული კურსის გავლის პერიოდში. ეს შეკვეთა ანანომ შეასრულა სწავლების მე-4 თვეს.

ნინო ურუშაძის კომბინირებული ბლუზი ნატურალური ბამბის ქსოვილისგან შეიკერა სრული კურსის გავლის პერიოდში, სწავლების მე-5 თვე.

მარიამ გლოველის მოდური ტოპი მწვანე ტრიკოტაჟისგან შეიკერა ასევე სრული კურსის გავლის პერიოდში, სწავლების მე-4 თვე. მარიამს სამომავლოდ ორიენტაცია აღებული აქვს მხოლოდ ტრიკოტაჟული ქსოვილებით მუშაობაზე.

ლელა ბაბუნაშვილის საზაფხულო ბლუზი შავ-თეთრი ''თურქული'' პრინტით. შემსწავლელი კურსის მე-3 თვე.


ჩვენი დახმარებით დაეუფლეთ ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირების, ჭრა–კერვის ტექნიკას. იზრუნეთ საკუთარი იმიჯის შექმნასა და გარდერობის მუდმივ განახლებაზე.

რამდენიმე ნამუშევარი ''კორას'' სტუდიიდან: ელეგანტური ვერცხლისფერი კაბა საღამოს შეხვედრებისთვის, ტილოს ბლუზი დეკორირებული საყელოთი, დენიმის ქსოვილის ქვედა კაბა და კომბინირებული ტოპი, შავი ტრიკოტაჟის და პრინტიანი ბადე–ქსოვილით:



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved