დისტანციური-ონლაინ სწავლება

სასწავლო ცენტრი კორა გთავაზობთ ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და კერვის ტექნოლოგიის დისტანციურ (ონლაინ რეჟიმში) სწავლებას!

იმისათვის, რომ დისტანციური სწავლება მაქსიმალურად სრულყოფილი ყოფილიყო, ჩვენ შევიმუშავეთ სწავლების სრულიად განსხვავებული ფორმა:რა უპირატესობა აქვს ონლაინ სწავლებას:

1. სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ დაეუფლოთ ჭრა-კერვის სრულ კურსს ნულიდან მზა ნაწარმის დასრულებამდე.

2. დღეების და საათების შეთანხმება.

3. დისტანციური სწავლება მიმდინარეობს უშუალოდ პედაგოგთან პირდაპირი ჩართვის რეჟიმში და არ გულისხმობს მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი გაკვეთილების შეძენას.

4. დეტალური და სრულყოფილი ახსნის პროცესში დამატებით შესულია ასევე ფოტო და ვიდეო მასალა.

5.  სწავლებას საფუძვლად უდევს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა.

6. თემატური კითხვა-პასუხის უზრუნველყოფა.

7. სამომავლო კონტაქტის შენარჩუნება და კონსულტაციები.

დისტანციური კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. კვირაში 2-ჯერ, 2 საათიანი გაკვეთილები. სწავლების ყოველთვიური ღირებულება 200 ლარი.

დაგვიკავშირდით: 555-520-688;  577-426-606


Copyright © 2007-2023 by Nana Koberidze. All rights reserved