რას ფიქრობენ კორას შესახებ

რას ფიქრობენ

კორას

შესახებ ისინი, ვინც უკვე გაიარა

ჩვენი კურსები შერჩეული პროფილის მიხედვით


სპეციალობით ვარ დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ ვერ ვახერხებდი ჩემი სპეციალობის რეალიზებას, რადგან პრაქტიკულ საქმიანობასთან შეხება არასდროს მქონია. ჩემი სურვილი და მიზანი ყოველთვის იყო ინდკერვის სალონის გახსნა. შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე საიტი kora.ge და მაშინვე მივაკითხე. დავიწყე სწავლა. ახლა უკვე ვიცი როგორ უნდა მივაღწიო მიზანს. ვკერავ დიდი სიამოვნებით და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ჩემი სალონის კარი ყველა ქალბატონისთვის გაიღება. მადლობა კორას.

ნინო თბილისიდან


მეგობარმა მირჩია ''კორას'' კურსებზე სწავლა. მას ადრე გავლილი ქონდა კორას კერვის კურსები და ყოველთვის იცვამდა თავის შეკერილ ტანსაცმელს.

მეც ყოველთვის მინდოდა ჩამეცვა რაიმე განსხვავებული და არა ის, რაც მასიურად აცვია ყველას. მეგობართან ერთად მივედი ამ სასწავლო ცენტრში და დავიწყე ინტენსიურად კერვის შესწავლა.

იმდენად გამიტაცა ამ საქმემ, რომ შემდეგ დეკორის კურსიც გავიარე. ახლა ეს საქმე ჩემთვის არა მარტო გატაცებაა, არამედ შემოსავლის წყაროც.

ლელა თბილისიდან


თავიდან „კორაში“ რომ მოვედი, არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა შევძლებდი თუ არა კერვის კურსის გავლის შემდეგ ჩემი ესკიზებით ტანსაცმლის შეკერვას.

მაგრამ მასწავლებელი ისე კარგად ხსნიდა ყველაფერს, იმდენი ახალი რამ გავიგე და პროგრამაც ისე იყო შედგენილი, რომ კურსის ბოლოს უკვე შევძელი რაც მინდოდა და როგორიც მინდოდა ისეთი შემეკერა.

დიდი მადლობა, რომ იმედები არ გამიცრუეთ.

ლარისა რუსთავიდან


წლების მანძილზე ვიყავი უმუშევარი, ჩვეულებრივი დიასახლისი. მინდოდა რაიმე საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი. ფეისბუქზე შემთხვევით ვნახე გვერდი kora.ge  და ძალიან დავინტერესდი. დიდხანს არ მიფიქრია და მივხვდი რომ სწორედ ეს არის ის, რაც მე მჭირდებოდა. ყოველთვის მიყვარდა ხელით ქსოვა და ჩემს შვილებს ვუქსოვდი ტანსაცმელს, მაგრამ როდესაც ვნახე დაზგაზე მოქსოვილები გადავწყვიტე დაზგა მეც შემეძინა. შემდეგ მოვედი თქვენს კურსებზე. სწავლის პერიოდში მივხვდი, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად შეიძლება ქსოვა დაზგაზე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა და ამდენი შესაძლებლობები არსებობდა.

მარი თბილისიდან


I would never imagine one could learn so many things in such a short time.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე მოკლე ხანში ამდენის შესწავლა შეიძლებოდა.

ჯენა ლონდონიდან


როდესაც კორას კურსებზე დავიწყე კერვის შესწავლა, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ათვისებას.

მეგონა კერვას ვერასოდეს შევძლებდი, არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემი შეკერილები ჩამეცვა, ჩემს ტანზე მორგებული, ჩემი გემოვნებით შეკერილი, რადგან ყოველთვის პრობლემა მქონდა მზა ტანსაცმლის მორგებასთან დაკავშირებით.

კორამ მომცა ცოდნა და საშუალება, რომ ეს პრობლემა გადამეჭრა და მას შემდეგ, როცა მეუბნებიან, რომ ტანსაცმელს ვერ ირგებენ, ვურჩევ ისწავლონ და თვითონ შეიკერონ თავის ტანზე.

ნატო თბილისიდან



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved