მოდის ლექსიკონი

აჟური (ajoure) - ფრანგული სიტყვაა, ბადისებური, დაწნული, გამჭოლი ნაქსოვი. ხშირად ასე უწოდებენ საიუველირო საქმეში წმინდა ლითონის ძაფებისგან შერულებულ ნაკეთობებს.

აკრილი – მაღალი ხარისხის სინთეტიკური ბოჭკო. უნარჩუნებს ტანსაცმელს სითბოს, ფორმას და იცავს ქსოვილს დაზიანებისგან.

აქსამიტი – ხავერდის, ხავერდოვანი ან ატლასის ფარჩის დასახელება. დაჩითულია ოქროსფერი, მბზინვარე ნახატებით.

ალპაკა –(ესპანურიდან)- მსუბუქი ქსოვილი, რომელიც მიიღება ალპაკის (ლამისებრთა ოჯახიდან) ბეწვისგან.

ანგორა – წმინდა და ძალზედ ნაზი ბოჭკო, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით. მზადდება ანგორის კურდღლის ბეწვისგან.

აპრეტი – (ფრანგულიდან) - ნივთიერება (ცხიმი, სახამებელი და სხვა), რომლითაც ამუშავებენ ტრიკორაჟული ქსოვილის ზედაპირს, რაც იცავს მას დეფორმაციისა და მოთელვისაგან. თავად პროცესს აპრეტურა ან აპრეტირება ეწოდება.

ატლასი – აბრეშუმის, შალის ან ტილოს ქსოვილი, რომელსაც გააჩნია ბზინვარება. ქსოვილის იმ საკვანძო ადგილებში, სადაც დამატებითი ბოჭკოები განლაგებულია ქსოვილის ზედაპირზე, იძლევა ბზინვარების ეფექტს; ხოლო სადაც იგი ძირითადი ძაფების ქვეშ გადის - ქსოვილი არაპრიალა რჩება. ატლასი ითვლება ერთ-ერთ ძვირფას ქსოვილად და გამოიყენება სადღესასწაულო ცერემონიალებზე და დეკორატიული ელემენტების შექმნის მიზნით.

აცეტატი – ქიმიური ბოჭკოა. მისი გამოყენება ქსოვილს მატებს ბზინვარებას და აადვილებს რეცხვის პროცესს.


ბაიკა რბილი, მოშვებული, მძიმე ქსოვილი, ცალმხრივი ან ორმხრივი ხშირი ბეწვით. ძირითადად მზადდება ნატურალური ბამბისგან. გამოიყენება თბილი ტანსაცმლის შესაკერად.

ბალბრიგანი - პირველად ამ ქსოვილის წარმოება ბალბრიგანში(ირლანდია) დაიწყეს. სადა, ბამბისგან დამზადებული ტრიკოტაჟი გამოიყენება თეთრეულის შესაკერად.

ბარხატი, ხავერდი – აბრეშუმის, შალის ან ბამბისგან დამზადებული მბზინვარე ბეწვის მქონე ქსოვილი. მისი წარმოშობა იტალიას უკავშირდება. ჯერ კიდევ 1247 წელს ვენეციელმა მქსოველებმა ოფიციალურად მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ საკუთარი გილდია. VII საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში ხავერდის ფასები მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის იყო ხელმისაწვდომი და გამოიყენებოდა დეკორატიული ელემენტებისთვის ან მთლიანად სამოსის შესაკერად.

ბატისტი – ძალზე თხელი, ნატურალური ქსოვილი. მისი სამშობლო ინდოეთია. ბატისტისგან თხელი, საზაფხულო ტანსაცმელი იკერება და გამოირჩევა არაჩვეულებრივი სიგრილით.

ბისუსი – თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი, რომელსაც ძველ ეგვიპტეში ქალები ქვედა სამოსზე მოსასხამებად ხმარობდნენ.

ბალონი (ბალონია - იტალიურიდან) – კაპრონის ძაფისგან დამზადებული, წყალგაუმტარი ზედაპირის მქონე სალაბადე ქსოვილი, რომლისგანაც ძირითადად სპეცტანსაცმელი და შალითები იკერება.

ბრილიანტინი – მოელვარე ზედაპირის მქონე შალის ქსოვილი.

ბროკატელი (ფრანგულიდან) – მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაზი ქსოვილი, დაჩითული მოოქროვილი ან მოვერცხლილი ფერმკრთალი ყვავილებით. მისგან იკერებოდა საზაფხულო კაბები და იგი VII საუკუნის მოდის გამოძახილი იყო.

ბუკლე (ფრანგულიდან) – დეკორატიული ძაფისგან მიღებული ქსოვილი, რომელიც ხასიათდება შესქელებული, კვანძოვანი ზედაპირით. თხელი ბუკლეს ქსოვილისგან იკერება მსუბუქი ტანსაცმელი, ხოლო შედარებით სქელი ბუკლეს ქსოვილი გამოიყენება პალტოებისა და თავსაბურავებისთვის.

ბუმაზეა (იტალიურიდან) – ტილოსმაგვარი ბამბის ქსოვილი, მეჩხერი და ოდნავ ბეწვიანი ზედაპირით. გამოირჩევა რბილი და ჰაეროვანი სტრუქტურით.

ბურმეტი (სპარსულიდან) – უხეში ბამბის ქსოვილი. დღეს ეს ქსოვილი ცნობილია ბიაზის სახელწოდებით. გამოირჩევა ჰაერგამტარობით და სიმტკიცით.


დამა (ფრანგულიდან) - მკვრივი აბრეშუმის ქსოვილი რელიეფური სახით.
დამასკი - ქბრეშუმის, შალის ან ბამბის ჭილოფისებური ქსოვილი. აბრეშუმის დამასკი აღმოსავლური წარმოშობისაა, გამოირჩევა სიმკვრივით. თავდაპირველად გამოიყენებოდა საეკლესიო სამოსის შესაკერად და ავეჯის შალითების დასამზადებლად. ბამბის დამასკი თანამედროვე ყოფაში გამოიყენება საფარდე ქსოვილების, შალითებისა და მსუბუქი ტანსაცმლის შესაკერად. VII საუკუნეში ეს ქსოვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ესპანეთში: მას კედლის შპალერისთვის იყენებდენ და ნახატის ერთი მოტივის სიგანე ხშირად 2 მეტრს აღწევდა.

დამასკეთი (ფრანგულიდან)- მოოქროვილი ფარჩის ქსოვილი.

დამასე (ფრანგულიდან) - რბილი, ბზინვარე აბრეშუმის ქსოვილი თავისივე პრინტით. გამოიყენება ტანსაცმლის სასარჩულედ და დეკორატიული ელემენტების შექმნის მიზნით.

დენიმი (ფრანგულიდან) - ბამბის მყარი ქსოვილი, რომელიც გამძლეობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. XIX საუკუნიდან პოპულარობის პიკზეა, რადგან სწორედ ამ ქსოვილისგან იკერება ჯინსები.

დერმატინი (ბერძნულიდან) - ხელოვნური ტყავი, ნიტროცელულოზის საფარით და ქსოვილის ფუძით. გამოიყენება ავეჯის შალითების, სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. თუმცა დერმატინი დიდი გამძლეობით არ გამოირჩევა და ამასთანავე, ჰაერგაუმტარია.

დიაგონალი – მკვრივი ქსოვილი დიაგონალურად განლაგებული რელიეფური ზოლებით. მზადდება შალის, ნახევრადშალის, ბამბის, შტაპელის ან სითეტიკური მასალიგან. მისგან ძირითადად იკერება მამაკაცის კოსტიუმები, პიჯაკები, შარვლები, აგრეთვე სპეცტანსაცმელი, უნიფორმები.

დიოლენი – სინთეტიკური ბოჭკო. გამოიყენება გოფრირებული ტანსაცმლისათვის განკუთვნილ ქსოვილებში, რადგან დიოლენის ქსოვილი გამოირჩევა გამძლეობით და ინარჩუნებს ფორმას მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც.

დონეგოლი, დონეგოლის ტვიდი – მტკიცე, ოდნავ მოუხეშავი შალის ქსოვილი, მელანჟისებური ზედაპირით, გამოიყენება ძირითადად მამაკაცის ზედა ტანსაცმლის შესაკერად. ამ ქსოვილის თავდაპირველი წარმოშობა უკავშირდება დონეგოლის საგრაფოს(ჩრდილო–ირლანდია).

დორლასტანი – სინთეტიკური ქსოვილი, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და ფორმის შენარჩუნების გარანტიას იძლევა.

დრალონი – რბილი, სინთეტიკური ქსოვილი. ადვილად ირეცხება, სწრაფად შრება, ფორმამყარია და კარგად ინარჩუნებს სითბოს.

დრაფი (ფრანგულიდან) - შალის ან ნახევრადშალის მკვრივი, მჭიდრო ქსოვილი. ამგვარი ქსოვილების უმრავლესობას გააჩნია ხშირი ნაჩეჩი(ბეწვი). დრაფის მრავალი სახეობა არსებობოს: არჩევენ შედარებით თხელ ფაქტურას: დრაფ-დედამი ("ქალია დრაფი"), დრაფი-ერა, დრაფი-ფიფქისებური. სუფთა შალისგან დამზადებულ დრაფებს განეკუთვნება: დრაფი-დემი, დრაფი-რატინი, ხავერდოვანი დრაფი, დრაფი-ველიუტონი. ნახევრადშალის: დრაფ-სატინი, დრაფ-დუბლი, თხელი დრაფი. ყველა ეს საეობა ძირითადად პალტოების შესაკერად გამოიყენება.

დრედნოუთი (ინგლისურიდან) - უხეშბეწვიანი, სქელი საპალტოვე ქსოვილი. ძალზე მოდურად ითვლებოდა XX საუკუნის პირველ ნახევარში.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved