კორა-ინფო

კორა გაცნობებთ, რომ ხელით ქსოვის შემსწავლელ მომდევნო კურსზე მიღება დაიწყო 2017 წლის 16 იანვრიდან. მსურველთა მიღება შეწყდება 6 თებერვალს. სწავლება ჯგუფურია, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი, მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.

წინასწარი რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfYjrvlUh6QbXQR1Y5_ov44fls0lu-Q4x85EXv_pXO_G_RP4g/viewform?c=0&w=1

პროგრამაში შედის: ჩხირები(ორი სახის), ყაისნაღი(ორი სახის), სქემები, ნიმუშები, მზა ტექნოლოგიები, მოდელირება, ტრიკოტაჟისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ოპერაციები და სხვა. სწავლების ხანგრძლივობა – 4 თვე. ფასი – თვეში 200 ლარი. სრული კურსის ღირებულება 800 ლარი.

   შეხვდით ყველა სეზონს საკუთარი დიზაინით და თქვენივე ხელით შესრულებული მოდური ნაქსოვი სამოსით ჩვენი მოსწავლეების მსგავსად.

კორას კურსების ხელით ქსოვის შემსწავლელი მიმდინარე ჯგუფის ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი - სკოლამდელი ასაკის ბავშვის კაბა მოქსოვილია ყაისნაღით.

ორიგინალური, თბილი, ჰაეროვანი და პრაქტიკული შარფი მოიქსოვა საშემოდგომოდ კორას ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა და გამოგვიგზავნა ფოტოსურათები. მასვე ეკუთვნის მელანჟეს ძაფით მოქსოვილი პულოვერი.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved