კორა-ინფო

ყურადღება!

სასწავლო ცენტრი ''კორა'' აცხადებს ვაკანსიას ესკიზების მხატვარ-პედაგოგის თანამდებობაზე. ვაკანსიაზე მიმართვისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ''კორა''-ს ხატვის კურსი გულისხმობს დიზაინერ-მოდელიერთათვის სპეციალურად დაგეგმილ პროგრამას, რომლის მიზანი არ არის შეასწავლოს სტუდენტებს ხატვა ფუნდამენტურად. კურსის განმავლობაში სტუდენტი უნდა დაეუფლოს იმ აუცილებელ პრინციპებს და ტექნიკას, რომლითაც შეძლებს ნებისმიერი წარმოსახული მოდელის ვიზუალიზაციას (ადამიანის ფიგურა, ტანსაცმელი, აქსესუარები).

ვაკანსიაზე მიმართვისათვის გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის მოკლე წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი) ელექტრონულ მისამართზე: korateach@gmail.com.  მოტივაციის წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თქვენი გამოცდილების შესახებ აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ კურსის დაგეგმვას და რატომ გსურთ ''კორა''-სთან თანამშრომლობა. შესაძლებლობის შემთხვევაში გთხოვთ, აპლიკაციას დაურთოთ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი ელექტრონული ფორმით.

შენიშვნა: ''კორა'' იცავს თქვენს საავტორო უფლებებს, მიღებული მასალა გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატთა შერჩევის მიზნით. შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ მოწვევა ინტერვიუზე, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

''კორა'' ელის თქვენთან თანამშრომლობას!



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved