კორა-ინფო

კორა განაგრძობს ბლიც-კურსების პროექტს! ახალი, რიგით მეცამეტე ბლიც–კურსი ჩატარდება 2017 წლის 15 აპრილს!

პროგრამა:

ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება ელასტიური ქსოვილებისთვის. განვიხილავთ მოდელირების შესაძლო ვარიანტებს როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური, არასტანდარტული ზომებისთვის.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ კორას ოფისში მისამართზე: მარჯანიშვილის ქ. #21, IV–სართული, ოთახი 9 & 10.

ან დაგვიკავშირდით: ტელ.: 2 145 – 693; 555–520–688; 577–426–606.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12. 04. 2017

რა?! რიგით მეცამეტე ბლიც–კურსი. პროგრამაშია: ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება ელასტიური ქსოვილებისთვის

სად?! მარჯანიშვილის ქ. #21, IV სართული, ოთახი #9 & 10

როდის?! 15. 04. 2017

ფასი: 120 ლარი

ჩვენთან შექმნილია საუკეთესო გარემო და პირობები, რათა სრულყოფილად დაეუფლოთ ამ საქმეს და მომავალში მართოთ თქვენი საქმიანობა სურვილის მიხედვით.
კორას სასწავლო პროგრამაში შეტანილია სიახლე:
ბლიც–კურსები ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებაში.
გსურთ დაზოგოთ დრო? სწრაფად, ხარისხიანად და ეტაპობრივად დაეუფლოთ ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებას? თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, გჭირდებათ მხოლოდ თეორიული საკითხების, კონსტრუირება–მოდელირების შესწავლა? ყოველივე ამაში დაგეხმარებათ "კორას" სიახლე – სრულიად ახალი, მსურველთათვის მოსახერხებელი და საინტერესო ბლიც–კურსები. ერთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებას, ჩატარდება შაბათ დღეს, დილის 12სთ–დან 16(17)სთ–მდე. ყოველი ასეთი კურსის პროცესში შეისწავლით ერთი კონკრეტული საბაზისო თარგის აგებას და მოდელირებას. განვიხილავთ მოდელის ნაირსახეობებს, ყველა შესაძლო ვარიანტს როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური, არასტანდარტული ზომებისთვის.
ანალოგიურად, ყოველი მომდევნო ბლიც–კურსების დახმარებით შეისწავლით სხვადასხვა საბაზისო თარგების კონსტრუირება–მოდელირებასაც.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი, ან რამდენიმე ბლიც–კურსი.

განვლილი კურსების ჩამონათვალი:

1) 25.10.2014 – ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება

2) 22.11.2014. – ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება

3) 10.01.2015. – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

4) 07.02.2015. – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

5) 07. 03. 2015 –ქალის ბლუზების და კაბების მოდელირება–კონსტრუირება

6) 04. 04. 2015 – ქალის შარვლების და ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება.

7) 28. 09. 2015 – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

8) 28. 09.2015  – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

9) 12. 12. 2015 - ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

10) 20. 02. 2016 - ქალის ბლუზების და კაბების მოდელირება–კონსტრუირება

11) 29. 10. 2016 - ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება არაელასტიური ქსოვილებისთვის

12) 22. 01. 2017 - ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება ელასტიური ქსოვილებისთვის



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved