კორა–ინფო

რიგით მერვე ბლიც–კურსი ჩატარდება 2015 წლის 3 ოქტომბერს.

პროგრამა:

ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება. განვიხილავთ მოდელირების შესაძლო ვარიანტებს როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური, არასტანდარტული ზომებისთვის.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ''კორას'' ოფისში მისამართზე: მარჯანიშვილის ქ. #21, IV–სართული, ოთახი 9 & 10.

ან დაგვიკავშირდით: ტელ.: 2 145 – 693; 555–520–670; 577–426–606.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28.09.2015

რა?! რიგით მერვე ბლიც–კურსი. პროგრამაშია: ქალის ბლუზების და კაბების კონსტრუირება–მოდელირება

სად?! მარჯანიშვილის ქ. #21, IV სართული, ოთახი #9 & 10

როდის?! 28.09.2015. შაბათი, 12:00 -17:00სთ

ფასი: 120 ლარი

განვლილი კურსების ჩამონათვალი:

1) 25.10.2014 – ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება

2) 22.11.2014. – ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება

3) 10.01.2015. – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

4) 07.02.2015. – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება

5) 07. 03. 2015 –ქალის ბლუზების და კაბების მოდელირება–კონსტრუირება

6) 04. 04. 2015 – ქალის შარვლების და ქვედა კაბების კონსტრუირება–მოდელირება.

7) 28. 09. 2015 – ქალის კაბების, ბლუზების კონსტრუირება–მოდელირება


ჩვენი ვებ–გვერდის მკითხველებს და "კორა"–ს შემსწავლელი კურსებით დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ როგორც ყოველთვის, ინტენსიური სწავლების კურსებზე მიმდინარეობს სწავლება შემდეგი პროფილით: ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება, კონსტრუირება, ტექნოლოგია, პრაქტიკა. დაზგაზე ქსოვა ერთი და ორბაქნიანი (ორფანტურიანი) მოდელებისთვის: Brother, Silver Reed, Toyota, Singer, 'სევერიანკა', 'ნევა'.

ჩვენთან შექმნილია საუკეთესო გარემო და პირობები, რათა სრულყოფილად დაეუფლოთ ამ საქმეს და მომავალში მართოთ თქვენი საქმიანობა სურვილის მიხედვით.
"კორა"–ს სასწავლო პროგრამაში შეტანილია აგრეთვე სიახლე:
ბლიც–კურსები ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებაში.
გსურთ დაზოგოთ დრო? სწრაფად, ხარისხიანად და ეტაპობრივად დაეუფლოთ ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებას? თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, გჭირდებათ მხოლოდ თეორიული საკითხების, კონსტრუირება–მოდელირების შესწავლა? ყოველივე ამაში დაგეხმარებათ "კორას" სიახლე – სრულიად ახალი, მსურველთათვის მოსახერხებელი და საინტერესო ბლიც–კურსები. ერთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირებას, ჩატარდება შაბათ დღეს, დილის 12სთ–დან 16(17)სთ–მდე. ყოველი ასეთი კურსის პროცესში შეისწავლით ერთი კონკრეტული საბაზისო თარგის აგებას და მოდელირებას. განვიხილავთ მოდელის ნაირსახეობებს, ყველა შესაძლო ვარიანტს როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური, არასტანდარტული ზომებისთვის.
ანალოგიურად, ყოველი მომდევნო ბლიც–კურსების დახმარებით შეისწავლით სხვადასხვა საბაზისო თარგების კონსტრუირება–მოდელირებასაც.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი, ან რამდენიმე ბლიც–კურსი.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved