კორა–ინფო

ჩვენი მკითხველისა და ყველა დაინტერესებული პირის ინტერესების გათვალისწინებით, შევიტანეთ ცვლილებები ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირების შემსწავლელი ინტენსიური კურსების პროგრამაში. ჩვენ ხშირად მოგვმართავენ ქალბატონები შეკითხვით: შეიძლება თუ არა მხოლოდ ტანსაცმლის კონსტრუირება–მოდელირების შესწავლა პრაქტიკული მეცადინეობის გავლის გარეშე და, პირიქით, პრაქტიკის გავლა, ანუ მხოლოდ ჭრა–კერვის პროცესის შესწავლა მოდელირება–კონსტრუირების გარეშე.

აქედან გამომდინარე, სრული კურსის პარალელურად(ტანსაცმლის დიზაინი, კონსტრუირება, მოდელირება, ტექნოლოგია, პრაქტიკა), 2012 წლის 15 სექტემბრიდან დამატებით ფუნქციონირებას იწყებს დიფერენცირებული სწავლების კურსებიც. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ სრული კურსი, ან მათთვის საჭირო პროგრამა, კერძოდ: მხოლოდ პრაქტიკული სამუშაო(ჭრა–კერვის პროცესი ანუ ტექნოლოგია) ან მხოლოდ კონსტრუირება–მოდელირება(საბაზისო თარგების აგება და ნებისმიერი სხვა მოდელის შექმნა როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური ზომების მიხედვით).

დიფერენცირებული სწავლების მსურველთათვის მოდელირება–კონსტრუირების კურსის ხანგრძლივობაა 2–2.5თვე(ფასი 600 ლარი. პრაქტიკული სამუშაო პროცესის, ანუ ჭრა–კერვის ტექნოლოგიის შესწავლის ხანგრძლივობაა 4 თვე(ფასი 800 ლარი).

სასწავლო პოგრამის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით სრული კურსის ხანგრძლივობა გაიზარდა 5 თვემდე(სრული კურსის ღირებულებაა 1 300ლარი).

გისურვებთ წარმატებებს!



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved