ონლაინ–გაკვეთილები. ქარგვა

PCStitch 7 - http://www.pcstitch.com/download/download.aspx ან http://www.softwarepod.com/21936-PCStitch-download.htm პროგრამა, რომელსაც ამჯერად წარმოგიდგენთ, განკუთვნილია ქარგვის სქემების შესაქმნელად, თუმცა ამავე პროგრამაში შედგენილი სქემები შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვაშიც. პროგრამას გააჩნია თავისი ბიბლიოთეკა, საიდანაც შესაძლებელია უკვე დაპროგრამებული მცირე ზომის სქემების ამობეჭდვა, თქვენს კომპიუტერში შენახვა. მარტივად შეიძლება კორექტივების შეტანა და ნებისმიერი ტექსტის სქემატური სახის დაპროგრამება. გარდა ამისა, შესაძლებელია თქვენი კომპიუტერიდან შეიყვანოთ პროგრამაში თქვენთვის სასურველი ფოტო, შეუცვალოთ ზომები, გააფორმოთ დეკორატიული არშიით და ა.შ. სქემა შეიძლება შეინახოთ ან ამობეჭდოთ სიმბოლოების, ფერადი დანაყოფების ან შავ-თეთრი სიმბოლოების სახით. ეს პროგრამა გიჩვენებთ ყველა იმ ფერს და ფერის შესაბამის სიმბოლოს, რომელიც აისახა კონკრეტულ სურათზე. ამასთანავე, თუ ფერთა სიმრავლე თქვენთვის არ არის მისაღები, შეგიძლიათ შეამციროთ მათი რაოდენობა და დააფიქსიროთ ფერების კონკრეტული რაოდენობა. პროგრამის გახსნისთანავე ცენტრში თავისუფალი პანელია განთავსებული, კიდეებში კი ყველა ის სიმბოლო და პირობითი ნიშანი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ამ პროგრამაში. მაგალითისათვის შევარჩიეთ ტიტების ფოტო.

პროგრამის ბიბლიოთეკიდან შევარჩიე ერთ-ერთი არშია(ჩარჩო).

ტექსტური ფუნქციის გამოყენებით შევიყვანეთ სასურველი ტექსტი(მაგ. "კორა").

თუ სქემა დიდია, შეიძლება მისი დანაწევრება და რამდენიმე ნაწილად ამობეჭდვა, გადიდება, რომელიმე ფრაგმენტის ამოჭრა და ა.შ.

ეს კი, ქართული ხატების ფოტოსურათების მიხედვით დაპროგრამებული სქემებია:

P.S. საიტზე განთავსებული სქემების ზომები შემცირებულია. რეალურად, ყველა სიმბოლო თვალსაჩინოდ და გასაგებად არის გამოსახული.



Copyright © 2007-2014 by Nana Koberidze. All rights reserved