ონლაინ–გაკვეთილები. ქარგვა

   მათთვის, ვინც ქარგვაში პირველი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ყველაზე მარტივი და ნაკლებად პრობლემატური კანვაზე ჯვრებით ქარგვაა. კანვა ტილოსმაგვარი ქსოვილია, მაგარამ ბევრად უფრო გამოკვეთილი და თანაბარი შუალედებით ქსოვილის უჯრედებს შორის. კანვის სახეობებს შორის ყველაზე პრაქტიკული და გავრცელებულია ''Aida''-ს ტიპის კანვა, რომელიც თავისი ზუსტი და ადვილად შესამჩნევი მცირე ზომის კვადრატების წყალობით ამარტივებს ქარგვის პროცესს, საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის მას.

საკმარისია, სასურველი სქემის მიხედვით ამოქარგოთ ჯვრები კანვის თითოეულ უჯრაში  და მიიღებთ შესანიშნავ სურათს. არსებობს კანვის ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანი მისი უჯრედების ზომისა და, თავად კანვის შეფერილობის მიხედვით. საქარგავად კი გრძელყუნწიანი ნემსები და ფერადი ''მულინეს'' ძაფები დაგჭირდებათ. თუმცა, კანვაზე ჯვარედინი გვირისტის გარდა ქარგვის სხვა გზებიც არსებობს. გვირისტების კომბინირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ შექმნათ ნამდვილი შედევრები. კანვის ტიპის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ საქარგავი ძაფის სისქეც, რაშიც ქვემოთ მოყვანილი ცხრილი დაგეხმარებათ.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაეუფლოთ ორიგინალურ გვირისტების ამოქარგვის ტექნიკას.

   სურათის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სქემა ან თავად შექმნათ იგი სურვილის მიხედვით. არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო საქარგავი, არამედ მოსაქსოვად საჭირო ნებისმიერი სქემის შექმნა, ფოტოსურათებიდან გამოსახულების გადატანა სქემის სახით და ა.შ.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved