იდეები ინტერნეტიდან–დეკორი და აქსესუარები

საახალწლო, ან ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრა გაფორმებული საკუთარი ხელით - ხელსაწმენდების ორიგინალური დიზაინის ტექნიკა დეტალებში.

კოლონა–1.ხელსაწმენდი მოკეცეთ დიაგონალზე. 2.ფუძე გადაკეცეთ ჯერ ზევით, შემდეგ 2-3 სმ-ით უკან. 3. მარცხენა მხრიდან დაახვიეთ ხელსაწმენდი მილისებურად. 4.გარეთ დარჩენილი კიდე ჩაამაგრეთ ხელსაწმენდის ქვედა კიდის გადანაკეცში.

ოთხქიმიანი ვარსკვლავი–1.მიეცით ხელსაწმენდს საწყისი ფორმა: უკუღმა მხარე მოაქციეთ სახით თქვენსკენ. 2.ოთხივე კუთხე გადაკეცეთ ცენტრისკენ. 3. გადმოაბრუნეთ ხელსაწმენდი. 4.კვლავ გადაკეცეთ ყველა კუთხე ცენტრისკენ. 5. წინ წამოსწიეთ მიღებული ოთხკუთხედის სიღრმეში მოქცეული წვერო. 6. ანალოგიურად გამოსწიეთ სათითაოდ დანარჩენი კიდეებიც. 7. დარჩენილი კიდევ ოთხი კუთხე გამოაჩინეთ დაკეცილი ხელსაწმენდის სიღრმიდან.

მეგაფონი–1. საწყისი ფორმაა შუაზე ორად მოკეცილი ხელსაწმენდი. 2. განმეორებით დაკეცეთ იგი იმავე მიმართულებით. 3. ვიწრო სწორკუთხედის გვერდები სიმეტრიულად ჩაკეცეთ ქვევით. 4. შემოაბრუნეთ თქვენგან სახით და ბოლოები შეაბრუნეთ ცილინდრულად. 5. ხელსაწმენდის ორივე მხარე შეაერთეთ ერთმანეთთან.

.

კარდინალის ქუდი–გადაკეცეთ ხელსაწმენდი ვერტიკალურად შუაზე ( გადანაკეცი მარცხნივ). ზევით და ქვევით დააფიქსირეთ ორი ვიწრო გადანაკეცი. 2. ზედა კუთხეები შეაბრუნეთ შუისკენ ისე, რომ ჩანდეს გადაკეცვის ხაზი. 3.ქვედა ნაწილი გადაკეცეთ ზევით, კუთხეები შეაბრუნეთ ცენტრისკენ. 4.ქვედა ნაწილი გადაკეცეთ ზევით. გვერდითი წვეროები შეაბრუნეთ ზურგისკენ და ჩაამაგრეთ ერთმანეთში.

კუთხოვანი იარუსები–1.ხელსაწმენდი დაკეცეთ ოთხად. 2.ქსოვილის პირველი შრე გადაკეცეთ დიაგონალურად ისე რომ, კუთხე მოექცეს მარცხენა მხარეს. 3.მეორე შრე გადაკეცეთ ისე, რომ კუთხე მოექცეს 2,5სმი-ს დაშორებით პირველისგან. 4. ანალოგიურად განალაგეთ მესამე და მეოთხე შრეები ასევე 2,5სმ-იანი შუალედებით. 5.შეაბრუნეთ გვერდები შიდა მხარეს და ხელსაწმენდი მოათავსეთ მაგიდაზე.

ლილია–1.ხელსაწმენდი მოკეცეთ დიაგონალურად. 2. მარჯვენა და მარცხენა კუთხეები შეუთავსეთ სამკუთხედის წვეროს. 3. შემდეგ ხელსაწმენდი გადაკეცეთ ჰორიზონტალურად. 4. გადაკეცეთ სამკუთხედის ზედა წვერო.

 

ზღვის ზღარბი–1.დაკეცეთ ხელსაწმენდი მარაოსებურად 6-ჯერ. ბოლო ნაკეცი მიმართული უნდა იყოს თქვენგან საწინააღმდეგო მხარეს. 2. მარჯვენა ზედა კუთხე შეაბრუნეთ შიდა მხარეს. 3.ანალოგიურად - ორი ქვედა კუთხეც. 4.ამავე გზით ჩაკეცეთ მარცხენა მხარეს არსებული სამი კუთხე. 5.მიღებული ფორმის მესამე ნაწილი მარცხენა მხრიდან შეუკეცეთ მარჯვნივ. 6.გადაკეცილი ნაწილის ნახევარი კვლავ შეაბრუნეთ მარჯვნივ. 7.გაიმეორეთ პუნქტი 5 და 6 მარჯვენა მხრიდან. მიმართეთ ზევით ხელასაწმენდის კუთხეები.

აზიური მარაო–1. დადეთ ხელსაწმენდი წაღმა მხარით ზევით. ზედა ნაწილის 1/4 გადაკეცეთ ქვევით. 2.გადააბრუნეთ ხელსაწმენდი და ქვედა ნაწილის 1/3 გადაკეცეთ ზევით. 3. მოკეცეთ ხელსაწმენდი შუაზე ქვევიდან ზევით. 4.მიღებული ფორმა დაკეცეთ მარაოსებურად ისე რომ, მიიღოთ 5 ერთნაირი ნაკეცი. 5. ხელში დაიჭირეთ ღია კიდე, ზედა ნაწილის სიღრმიდან ამოსწიეთ ნაკეცები სხვადასხვა მიმართულებით და დააფიქსირეთ. 6. გაშალეთ მარაო.

იალქნები–ხელსაწმენდი მოკეცილია ორ ტოლ ნაწილად (ნაკეცი მარჯვენა მხარეს). 2. განმეორედით დაკეცეთ იგი. 3. ქვედა ნახევარი გადაკეცეთეთ დიაგონალურად ზევით. 4.მარცხენა კუთხე გადმოკეცეთ სახით თქვენსკენ. 5.  ორივე კუთხე მიმართეთ უკანა მხარეს. 6. დაკეცეთ ხელსაწმენდი გრძივად და გადანაკეცი მიმართეთ უკან. 7. დააფიქსირეთ ხელით და გადაკეცილი კუთხეების წვეროები სათითაოდ განაცალკევეთ და ამოსწიეთ ზემოთ.

ხელჩანთა–1. მოკეცეთ ხელსაწმენდი ვერტიკალურად შუაზე (ნაკეცი მარჯვენა მხარეს). 2.კვლავ გადაკეცეთ ხელსაწმენდი ორ ტოლ ნაწილად მიმართულებით ქვევიდან ზევით. 3.მარცხენა ზედა კუთხის ორი შრე მიმართეთ ცენტრისკენ. 4. მარჯვენა ზედა კუთხე გადაკეცეთ ცენტრისკენ. 5.მიღებული სამკუთხედი კვლავ გადაკეცეთ ამჯერად ქვევით ისე რომ, ოდნავ გადაკვეთოს შუა ხაზი. 6.მარჯვენა და მარცხენა ზედა კუთხეები გადაკეცეთ შუისკენ. 7.მიღებული სამკუთხედი გადაკეცეთ ქვევით პირველ სამკუთხედზე.

სამეფო ლილია–1.ხელსაწმენდი დააფინეთ სახით ქვემოთ. 2.ყველა კუთხე თანმიმდევრობით შეაბრუნეთ ცენტრისკენ. 3.გადმოაბრუნეთ ხელსაწმენდი სახით თქვენსკენ. 4.კვლავ გადაკეცეთ კუთხეები ცენტრისკენ. 5.ცენტრში მოქცეული კუთხეები დააფიქსირეთ ხელით და შიდა კუთხეები ამოაბრუნეთ გარეთ ისე რომ, წარმოიქმნას "ფოთლები".

სატერი–1.მოკეცეთ ხელსაწმენდი შუაზე ჰორიზონტალურად ( გადანაკეცი ზემოდან). 2.შემდეგ მიეცით სამკუთხედის ფორმა: მარცხენა ქვედა კუთხე შეუთავსეთ მარჯვენა ქვედა კუთხეს. 3.მიღებული სამკუთხედის მარჯვენა კუთხე გადაანაცვლეთ მარცხნივ. 4.კვლავ გაიმეორეთ ეტაპი-2, რის შემდეგაც მაჯვენა ქვედა კუთხე გადაიტანეთ მარცხნივ. 5.სამკუთხედის მარჯვენა ნახევარი შეაბრუნეთ მარცხნივ. მიაქცეით ყურადღება იმას, რომ კიდეები არ დანაოჭდეს.

შლეიფი–1.ხელსაწმენდი გადაკეცეთ დიაგონალზე. 2.სამკუთხედის მარჯვენა და მარცხენა კუთხეები შეუთავსეთ მისსავე წვეროს. 3.ხელსაწმენდი გადაკეცეთ შუაზე ჰორიზონტალური ღერძის მიმართ. 4. მარჯვენა კუთხე შეუთავსეთ მარცხენას ზურგის მხრიდან და ჩასვით ერთმანეთში. 5.ფორმირებული ხელსაწმენდი შემოაბრუნეთ, ზევით მიმართული მახვილი კუთხეები დაჭიმეთ ხელით და მოათავსეთ ხელსაწმენდი მაგიდაზე ვერტიკალურად.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved