დაამზადეთ მოსაწვევები და მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით, თქვენი გემოვნებით და ფანტაზიით. ამის კეთება განსაკუთრებით საინტერესო, სასარგებლო და სახალისო იქნება ბავშვებითვისაც.
ამიტომ, მოიმარაგეთ ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, ფანქარი, კალამი ან ფლომასტერი, შემოუსხედით მაგიდას ოჯახის პატარა წევრებთან ერთად და მიენდეთ საკუთარ გემოვნებას და ფანტაზიას.



