იდეები ინტერნეტიდან–დეკორი და აქსესუარები

   Julia Roberts – ის, რომ ჯულია ფიონა რობერტსი თანამედროვე კინოხელოვნების გამორჩეული ვარსკვლავია, ყველამ კარგად იცის. მაგრამ ამჯერად, ჩვენ მის სამსახიობო ნიჭსა და წარმატებებზე საუბარს არ ვაპირებთ. როგორც კრიტიკოსები და ხელოვანები აღნიშნავენ, მისი უნიკალურობა მის ბუნებრივ სისადავეშია. მას არ ახასიათებს სარკის წინ, წინასწარ დამუშავებული მანერები, უბრალოდ, არის ის, რაც არის, სრულიად ბუნებრივი და ჩვეულებრივი ქალი.

   ჯულიას კინოხელოვნების პარალელურად აქვს სხვა გატაცებაც, მისი ხელნაკეთი აქსესუარები საინერესო და თანამედროვე დიზაინით არის შესრულებული. იგი თექის, ქსოვის, ქარგვის და დეკორატიული ყვავილების დამზადების საუკეთესო მცოდნეა და მას ქუჩაში ხშირად საკუთარი დიზაინით და, მისივე ხელით შექმნილი მოდური ჩანთებით ხედავენ.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved