იდეები ინტერნეტიდან–თექა

ამერიკელი ქეი პეტალი (Kay Petal) ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელსაქმით და, როგორც თავად აღნიშნავს მისი ოთახი ვერ იტევდა კერვისა და ქსოვის წიგნებს, ჟურნალებს. მოგვიანებით, 2007 წლიდან იგი მატყლის თელვის ტექნოლოგიით დაინტერესდა და დღეს ქეი პეტალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ავტორიტეტული პედაგოგია თექის დამზადების სფეროში. მან თავის კოლექციას Felt Alive უწოდა. ეს თოჯინები ჩვენ ერთ–ერთ წინა გამოშვებაში წარმოგიდგინეთ, ახლა კი გთავაზობთ ქეი პეტალის ნამუშევრების უფრო ვრცელ კოლექციას მის ვებ–გვერდზე.

ამ ვიდეოში გაეცნობით ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევრების ნაწილს, სადაც ქეი თავად გესაუბრებათ თექის ფიგურების დამზადების ტექნოლოგიის შესახებ.

ამ ვიდეოში კი გთავაზობთ თექის ელფების საინტერესო კოლექციას.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved