იდეები ინტერნეტიდან–ქარგვა

   ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მაღალი მოდის სამყაროში Haute Couture სახელის მოსაპოვებლად გარკვეული მოთხოვნების შესრულებაა აუცილებელი, მათ შორის იმისიც, რომ დიზაინერის მიერ წარმოდგენილი კოლექციის 70% ხელით ნამუშევარი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ხშირად ნაქარგი ტანსაცმელი ამ მოთხოვნის დიდ ნაწილს აკმაყოფილებს და დიზაინერების კოლექციებიც ქარგვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით არის შესრულებული.

რამდენად დიდია ნაქარგი კაბების ეფექტურობა, ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ მხოლოდ შემოგთავაზებთ ორ საინტერესო ვიდეო მასალას: პირველ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობენ თეთრ უნიფორმებში გამოწყობილი პროფესიონალები Chanel –ის მოდის სახლის ატელიეში. მეორე ვიდეოში კი მსოფლიოს ყველაზე "კრეატიული" და Dior –ის სახლის გენიალური დიზაინერი ჯონ გალიანო (John Galliano) თავად წარმოგიდგენთ საკუთარ შედევრებს.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved