იდეები ინტერნეტიდან. ხელით ქსოვა

ცოტა რამ წინდების შესახებ

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ფინეთშიც, წინდების სეზონი შემოდგომის პირველი დღეებიდანვე დგება. შალის წინდები ამ ქვეყანაში თითქმის მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია. საქსოვი ძაფების ცნობილი ბრენდი ''ნოვიტა'' Novita ყოველწლიურად 10 მილიონი ევროს კოლექციას ყიდის. ნოვიტას ძაფით ნაქსოვი წინდები განუყოფელი საშინაო აქსესუარია ფინელებისთვის - აღნიშნავს ''ნოვიტას'' კომერციული დირექტორი მარიტა ჰალონენი. მისივე თქმით, ფინელი მოსახლეობის 30% წინდების ქსოვას ზაფხულში იწყებს. გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ძირითადად მსუბუქი, ბამბის წინდებია მიღებული, ხოლო შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ნატურალური შალის წინდები გამოიყენება.
გამოკითხვით და სოციალური ქსელებიდან მიღებული სტატისტიკით ცნობილი გახდა, რომ ქსოვის პროცესით დაკავებული ქალების უდიდესი წილი მოდის 25-35 წლის ასაკის ახალგაზრდა ქალებზე.
მარიტა ჰალონენის განცხადებით, დღეს ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი ფინეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სეზონის აქტუალური ფერებია თეთრი, ლურჯი, ნაცრისფერი, ასევე ყვითელის, იასამნისფერის და ვარდისფერის სხვადასხვა ტონები.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved