იდეები ინტერნეტიდან–ხელით ქსოვა

მიუხედავად შუა ზაფხულისა, ყველა მქსოველმა კარგად იცის, რომ უკვე დროა იზრუნოს საშემოდგომო და ზამთრის ტენდენციურ ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ამაში დაგეხმარებათ იტალიელი დიზაინერის - ლაურა ბიაჯიოტის (Laura Biagiotti) 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის შესანიშნავი კოლექციის ფრაგმენტები. მეტსახელად Bella Donna (ქალბატონი თეთრებში), იგივე ლაურა ბიაჯიოტი, როგორც ყოველთვის განუმეორებელია და მისი დიზაინით წარმოდგენილი ტანსაცმელი დიდი სტიმული იქნება მათთვის, ვინც მუდმივად საინტერესო და ორიგინალური იდეების ძიებაშია.ლაურა ბიაჯიოტის კოლექციიდან ადვილი მისახვედრია, რომ მომავალი შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები დატვირთული იქნება თავისუფალი სილუეტით, რელიეფური ნაქსოვებით და თეთრი, კრემისფერი, იასამნისფერი და შავი ფერებით. 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved