იდეები ინტერნეტიდან. ქსოვა

მართალია თუ არა, რომ ქსოვა ამშვიდებს ადამიანს? აი, რას წერს ''ვოშინგტონ პოსტ''–ის ჟურნალისტი ამანდა მასკარელი(Amanda Mascarelli) ამის შესახებ: ''როდესაც საქსოვი ჩხირები პირველად დავიჭირე ხელში, დაახლოებით ორი წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ჰობი ჩემი კეთილდღეობისთვის. ქსოვა ძნელად ვისწავლე, მაგრამ როგორც კი ავითვისე, მასზე დამოკიდებული(კარგი გაგებით) გავხდი. ის დამამშვიდებლად მოქმედებდა და მეხმარებოდა წერაში და დედობის თანმდევი სასოწარკვეთილების დაძლევაში. ხელსაქმის სპეციალისტები დიდი ხანია აღიარებენ, რომ როგორც ჩხირებით, ასევე ყაისნაღით ქსოვას თერაპიული ეფექტი აქვს. მაგალითად, 2013 წლის გამოკვლევების შედეგად, მსოფლიოში გამოკითხული 3500 მქსოველიდან 81,5%–მა განაცხადა, რომ ქსოვის შემდეგ თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ. მაგრამ მოაქვს თუ არა ქსოვას უფრო გრძელვადიანი სარგებელი ჯანმრთელობისთვის? თერაპევტები მსგავს გონებრივ მასტიმულირებელს იყენებენ დეპრესიის შესამსუბუქებლად და მოტორული ფუნქციების გასაუმჯობესებლად, პარკინსონით დაავადებულთათვის – ამბობს შარონ გუტმანი(Sharon Gutman), კოლუმბიის უნივერსიტეტის(ნიუ–იორკი) თერაპევტი. 2007 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გუტმან და ვიქტორია შინდლერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ჰობისა და ჯანმრთელობის კავშირის ნევროლოგიურ საფუძვლებს. მათ დაადგინეს, რომ ქმედებები(აქტივობები), როგორიცაა ხელოვნება, ხელსაქმე მუსიკა, მედიტაცია, სახლის შეკეთება და კითხვა იწვევს გონების სტიმულაციას, რომელიც თავის მხრივ, სტრესთან დაკავშირებული დაავადების ეფექტს ამცირებს და ხელს უშლის შემეცნების დაქვეითებას. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ, ამის ნევროლოგიური საუძვლები.
2012 წლის კვლევაში Mayo Clinic–ს პროფესორი ნევროლოგიის დარგში, ფსიქიატრი იონას გედა(Yonas Geda) და მისი კოლეგები აღწერენ ქსოვის, ქუილთის და თამაშების გავლენას 1321 ასაკოვან ადამიანზე, რომელთაგანაც 200–მდე პირს აღენიშნებოდა ცნობიერების მსუბუქი დარღვევა, შუალედური საფეხური ნორმალურ ხანდაზმულობასა და კოგნიტიურ დარღვევებს შორის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც დაკავებული იყვნენ ხელსაქმით, კომპიუტერული საქმიანობით, თამაშებით და წიგნის კითხვით, ცნობიერების დარღვევის 30%–50%–ით უფრო ნაკლები რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
იონას გედა აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმიანოა ხელს უწყობს შემეცნებით რეზერვების ჩამოყალიბებას, წინ აღუდგება მავნე ქიმიური ელემენტების დაგროვების შედეგად ტვინის დაზიანებას. ერთ–ერთი მიზეზი, ამბობს გუტმანი, არის ის, რომ ასეთი ქმედებები მოითხოვს ტვინის სხვადასხვა ნაწილების ჩართვას, რომელთა აქტივაცია, თავის მხრივ, იწვევს ნერვული კავშირების სტიმულაციას. ამასთანავე, ეს კავშირი სწრაფად და ეფექტურად მუშაობს. რაც უფრო მეტად ვიყენებთ ასაკთან ერთად ამ კავშირებს, მით უფრო უვნებელი და დაცული რჩება ტვინი ცნობიერების დარღვევებისგან.
ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ექსპერიმენტია ჩატარებული, რომელმაც ხელსაქმის თერაპიული პოტენციალი გამოიკვლია. ერთ–ერთ ასეთ კვლევაში, ანორექსიის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებული 38 ქალბატონი გამოიკითხა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ, რაც მათ შეასწავლეს ქსოვა. საშუალოდ, 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად 1,20 სთ ქსოვის შემდეგ გამოკითხულთა 74%–მა აღნიშნა შიშის შეგრძნების შემცირება, გაუმჯობესდა კვებასთან დაკავშირებული დარღვევები. ამდენივემ დაადასტურა, რომ ქსოვას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. 50% მეტმა კი განაცხადა, რომ ქსოვა სიამაყის, კმაყოფილებისა და მიზნის მიღწევის განცდას უტოვებს.
ქსოვის სასარგებლო თვისებების შესახებ არა ერთი ფაქტი არსებობს. მაგალითად, McLean–ზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Project Knitwell, რომელიც ქსოვას შეასწავლის მომვლელებს, სამკურნალო დაწესებულებების თანამშრომლებს, პაციენტებს და მათ ახლობლებს, აღმოაჩინა, რომ კვლევის მონაწილეები ნაკლებად განიცდიან მიზნის მიღწევის ვალდებულებით გამოწვეულ ემოციებს – ამბობს ჯგუფის დამაარსებელი Carol Caparosa – ''ჩვენ ვმუშაობთ უამრავ დედებთან, რომელთა შვილები ნაადრევად დაიბადნენ და შესაძლოა ასეთმა დედებმა თავიანთი პატარები კვირების განმავლობაში ხელში ვერ დაიჭირონ. სამაგიეროდ, შეუძლიათ მოუქსოვონ ქუდი, რაც მათი სიამაყის და დედობის განცდას აძლიერებს.
ქსოვის რიტმული მოძრაობები იძლევა მედიტაციის მსგავს სარგებელს, ამბობს Carrie Barron–ი, ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და თანაავტორი წიგნისა ''კრეატიულობა, როგორც წამალი: როგორ ავაგოთ ბედნიერება საკუთარი ორი ხელით". ამასთან ერთად, იგი ამბობს, რომ იმის დანახვა, თუ როგორ იღებს ნაქსოვი თანდათან სრულყოფილ სახეს, კმაყოფილების ღრმა შეგრძნებას იწვევს და მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.
წყარო: http://www.washingtonpost.com/national/health-science/might-crafts-such-as-knitting-offer-long-term-health-benefits/2014/04/21/d05a8d40-c3ef-11e3-b574-f8748871856a_story.html



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved