იდეები ინტერნეტიდან

   ხელით ქსოვის უსწრაფესი ტექნიკა ყველა მქსოველის ოცნებაა, მაგრამ ამას ყველა ერთნაირად ვერ ახერხებს. არიან ქალბატონები, რომლებიც გასაოცარი სისწრაფით ქსოვენ. უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იმართება კონკურსი ქსოვის ტექნიკის სისწრაფის გამოსავლენად.

   ერთ–ერთი ასეთი კონკურსი ჩატარდა 2006 წელს, სადაც ნიდერლანდელმა ქალბატონმა მირიამ ტეგელსმა (Miriam Tegels) დაამყარა მსოფლიო რეკორდი და მისი გვარი გინესის რეკორდების წიგნში აღმოჩნდა. მან 1 წუთში 118 თვალი მოქსოვა.

   2008 წელს ჩატარდა მეორე ასეთივე კონკურსი. ამჯერად მირიამის რეკორდი მოხსნა შოტლანდიელმა ჰაზელ ტინდალმა(Hazel Tindall) და ქსოვის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მისი რეკორდია 255 თვალი 1 წუთში.

   ყველა მქსოველს ვუსურვებთ წარმატებებს და ახალი რეკორდების დამყარებას!



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved