იდეები ინტერნეტიდან–მოდელირება

ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს შესანიშნავი კაბა თავდაპირველად დაიბეჭდა სამგანზომილებიან პრინტერზე. იგი შეიქმნა ნიუ–იორკის Shapeways –ის ქარხანის ლაბორატორიაში. კინემატიკური კაბის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა Nervous System  სტუდიაში და ამ პროექტზე მუშაობდნენ დიზაინერები: ჯესიკა როზენკრანცი (Jessica Rosenkrantz) და ჯესი ლუი–როზენბერგი (Jesse Louis-Rosenberg). კინემატიკური კაბა შედგება 2279 ცალკეული სამკუთხა პანელისგან, ეს მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებულია 3316 ბმულით. კინემატიკური ქსოვილისგან დამზადებული კაბა საკმაოდ ეფექტური, ელეგანტური, მსუბუქი და ჰაეროვანია, ადვილად იკეცება, არ ზღუდავს და ადვილად იმეორებს სხეულის მოძრაობას. კაბის დასაბეჭდად დაიხარჯა 44 საათი. იგი დამზადებულია მხოლოდ ერთი ეკზემპლარის სახით და შესყიდულია ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ. აქ ნახავთ ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იქმნებოდა ეს კაბა.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved