იდეები ინტერნეტიდან–მოდელირება

New York City-ში, Metropolitan Museum of Art (Met) -ის კოსტუმების დეპარტამენტის 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება გაიმართება 7 მაისიდან 16 აგვისტომდე. ეს გამოფენა წარმოაჩენს  ჩინური კულტურის გავლენას დასავლურ მოდაზე. Met აშშ-ში ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმია, ხოლო მსოფლიოში – სიდიდის მიხედვით, პირველ ათეულში შედის. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინურ ხელოვნებასთან შერწყმული დიზაინის 130-ზე მეტი ნამუშევარი: კოსტუმები, მხატვრობა, ფაიფურის ნაკეთობები და ფილმები. როგორც გამოფენის კურატორი Andrew Bolton აღნიშნავს, დაწყებული მე-16 საუკუნიდან, ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობის დასაწყისიდანვე, ჩინური ენიგმური ობიექტები და  გამოსახულებები არაერთი დიზაინერის მუზად იქცა. მათ შორის არიან Paul Poiret და Yves Saint Laurent. გამოფენილი ექსპონატები მოიცავს  Tom Ford-ის მიერ შექმნილ მოსასახამს 2004 წლის Yves Saint Laurent-ის კოლექციიდან და მისი დიზაინი შთაგონებულია ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის მოსასხამით, რომელიც იმპერატორს 1908 წელს ინაუგურაციის დროს ემოსა. ასევე, წარმოდგენილი იქნება Karl Lagerfeld-ის შავ-თეთრი მოსაცმელი  Chanel-ის 1984 წლის კოლექციიდან, კაბა Roberto Cavalli-ის 2005  წლის კოლექციიდან, რომლის მოხატულობა ჩინური ფაიფურის მოხატულობას ასახავს.

 

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved