იდეები ინტერნეტიდან

   ამერიკელი მეწარმე, ბიზნესლედი, მოდისა და სტილის კერპი, დიზაინერი, კოლექციონერი, მილიონერი, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული "თინეიჯერი", 90 წლის აირის აპფელი(აირის ბარელ აპფელი) დაიბადა ნიუ–იორკის მახლობლად 1921 წლის 1 იანვარს. ხალისითა და ენერგიით აღსავსე ეს უცნაური გარეგნობის მქონე მოხუცი მსოფლიოს ყველაზე ექსტრავაგანტულ ქალბატონად ითვლება.  ხშირად მას "Rare Bird of Fashion" - მოდისა და სტილის იშვიათი ფრინველს უწოდებენ. 2009 წელს მეტროპოლიტანის ნიუ–იურკის მუზეუმში მოეწყო კოსტიუმების კოლექციის გამოფენა სახელწოდებით "Rara Avis: Selections from the Iris Barrel Apfel Collection". აქ წარმოდგენილი იყო 300–მდე აქსესუარი და 82 ანსამბლი. ეს კოლექცია აირის აპფელმა მსოფლიოს სხვადასხვა ბუტიკებისა და კერძო პირებისგან შეიძინა. როგორც პრესა აღნიშნავდა, ამ გამოფენამ დაამსხვრია  მანამდე არსებული სტერეოტიპი და გაათავისუფლა საზოგადოება მცდარი და ბორკილებდადებული აზრისგან, რომელიც ზღუდავდა ნებისმიერი ასაკის ქალს წასულიყო მოდის ტენდენციის წინააღმდეგ. 90 წლის აირის აპფელი – ეს არის განუმეორებელი სტილი ასაკისა და დროის განცდის გარეშე.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved