იდეები ინტერნეტიდან

   თუ გაქვთ კერვის გამოცდილება, ან გსურთ გამოიყურებოდეთ მოდურად და თანამედროვედ, ამ შესანიშნავი საზაფხულო მოდელებიდან ნებისმიერი დაამშვენებს თქვენს გარდერობს. თქვენს იმიჯსა და გარეგნობას ხიბლს შემატებს ელეგანტურობა, პრაქტიკულობა და ცნობილი დიზაინერების მიერ 2009 წლის საზაფხულო კოლექციებიდან შემოთავაზებული მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ტანსაცმელი.

   ეს ბლუზები და ტოპები სეზონის ჰიტია და მათ შესაკერად სულაც არ არის საჭირო დიდი გამოცდილება. უმარტივესი ფორმებისა და თარგის საშუალებით, შესაძლებელია ორიგინალური სტილისა და დიზაინის ტუნიკების, ბლუზების, ტოპების თუ ქვედა კაბების მორგება საკუთარ ტანზე. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს მიერ შეკერილი ტანსაცმელში ყოველთვის გამორჩეული გარეგნობის მატარებელი იქნებით, რითაც ხაზს გაუსვამთ თქვენს ინდივიდუალურობას.

   ტენდენციური პრინტები: კოპლები, ზოლები და გემოვნებით შეხამებული სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილები კომბინირების შემთხვევაში არატრადიციული და ინოვაციური იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ახალგაზრდული სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი დღეს მოცულობაზეა გადატანილი, რაც ფართო სახელოებით, ნაოჭებით, ბაფთებით და მაქმანებით მიიღწევა.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved