კორას სტუდია. დეკორი

ხელნაკეთი ჩარჩოების რამდენიმე ნიმუში. ეს და მრავალი სხვა დეკორატიული ნივთის დამზადება ინტერიერის გასაფორმებლად ისწავლება ჩვენთან, ''კორას'' კურსებზე.


საკარნავალო ნიღბები და დეკორატიული აქსესუარები დაამზადეთ ჩვენთან ერთად და ჩვენი დახმარებით! მალე შემოგთავაზებთ ღია გაკვეთილს საკარნავალო ნიღბების, დეკორატიული აქსესუარების და სხვა ორიგინალური ნივთების დასამზდებლად.


წახნაგოვანი ბისერისგან დამზადებული სამი სურათი, ლამაზი ყვავილები ინტერიერისთვის.


თექის ფირფიტებისგან აწყობილი დეკორატიული კალათები დავამზადეთ ჩვენს სტუდიაში. გასაფორმებლად გამოვიყენეთ: თასმები, მძივები, აპლიკაციები, ხელოვნური ყვავილები.

 


ორი დეკორატიული დასაფენი აწყობილია პატარა კვადრატებისგან და განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებისთვის იატაკზე დასაფენად. ასევე, კომფორტულად იგრძნობენ თავს, თუ ამ მინი–მატრასებს სკამზე დაუფენთ.

ორი მცირე ზომის კალათი კი საქსოვი ძაფის ნარჩენებისგან დავამზადეთ და ისინი სუვენირების, კალმების ან ბიჟუტერიის შესანახად გამოდგება. ასევე ორიგინალური საჩუქარი იქნება მეგობრებისთვის.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved