ესკიზები

გაიცანით! მოდის ილუსტრატორი ლაურა ლეინ (Laura Laine) ჰელსინკიდან(ფინეთი).
ლაურა 26 წლისაა და იგი უკვე აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი გავლენიანი და ავტორიტეტული ილუსტრატორი. ლაურა ლეინმა ფასჰიონ-დიზაინერის განათლება ჰელსინკის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში მიიღო. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, იგი საკმაოდ სოლიდურ პორტფოლიოს ფლობს. მისი კლიენტების რიცხვში არიან ისეთი პოპულარული გამოცემები, როგორიცაა: The New York Times T magazine, Elle Girl, The Guardian, I.T Post magazine, Pap Magazine. მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს დიზაინერს ცნობილ ბრენდებთანაც: Zara, Tommy Hilfiger, Daniel Palillo, Iben Hoj, Escada და სხვა. ლაურას ჩანახატები გამოირჩევა განსაკუთრებული და მომაჯადოვებელი, გამორჩეული და არატრადიციული ხედვით. სწორედ ეს არის მისი ესოდენ დიდი პოპულარობის მიზეზი.



Copyright © 2007-2014 by Nana Koberidze. All rights reserved