ესკიზები

ტრადიციულად, ემანუელ უნგაროს (Emanuel Ungaro)მოდის სახლმა ახალი სეზონისთვის გამოაქვეყნა ტანსაცმლის ესკიზებისა და მოდური ქსოვილების ახალი კატალოგი. 2009/2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კატალოგში წარმოდგენილ თითოეულ ესკიზს თან ახლავს დიზაინერის მიერ შერჩეული ქსოვილის ნიმუშები, რაც ახალი ტენდენციების, მოდური ქსოვილების ფერის, პრინტის და ფაქტურის გაცნობის საშუალებას იძლევა. უნგაროს ახალი კოლექცია მთლიანად 70-იანი წლების სტილს უახლოვდება რომანტიული ბლუზებით, შარვლების სილუეტით და ნათელი ფერებით. ამის პარალელურად, დიზაინერმა თავშეკავებული და საქმიანი კოსტიუმებისთვის ნაცრისფერი, შავი, ხორცისფერი და ყავისფერი ქსოვილები გამოიყენა. მთლიანობაში კი უნგაროს ახალი კოლექცია უზომოდ ქალური, რომანტიული და ელეგანტურია.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved