ონლაინ–გაკვეთილები. ხელით ქსოვა

ყაისნაღით ნაქსოვი ბურთულების შესრულების ტექნიკა და ნიმუშები დაგეხმარებათ საკუთარი ხელით შექმნათ ექსკლუზიური სამკაულები და აქსესუარები. ამისათვის დაგჭირდებათ 20–30 გრამი ნებისმიერი საქსოვი ძაფი და შესაბამისი ზომის ყაისნაღი. ერთი ბურთულის მოსაქსოვად კი სულ ათიოდე წუთია საჭირო.

ნაქსოვი ბურთულის მისაღებად მიყევით ტექსტურ ინსტრუქციას:

3 ჰაეროვანი თვალისგან შევკრათ წრე.

შემდეგ ერთი ჰაეროვანი თვალი და ამ წრიდან ამოყვანილი 10 უნამატო ბოძი. რიგის ბოლოში შემაერთებელი თვალი. ამგვარად დასრულდა პირველი რიგი.

მომდევნო, მეორე რიგში მატებისთვის, ანუ დიამეტრის გასაზრდელად ყოველი მეორე ბოძიდან გამოქსოვეთ 2–2 უნამატო ბოძი. რიგის დასასრულს შემაერთებელი თვალი.

მესამე წრიულ რიგში მატება ხდება ყოველ მესამე თვალში. რიგის ბოლოს ისევ შემაერთელი თვალი.

4–8 რიგები იქსოვება მატების გარეშე.

შემეგ კი, 9–ე რიგიდან ვიმეორებთ იგივე თანმიმდევრობით, მხოლოდ მატების ნაცვლად საჭიროა კლება, ე.ი. ორი თვალი უნდა გამოქსოვოთ ერთად.ბოლოს, როდესაც დარჩება 10 თვალი. გადაიტანეთ ძაფის ბოლოზე და შეანაოჭეთ.

ბურთულის შიდა მხარე ამოავსეთ ბამბით, ხის ბურთულა-მძივით ან სხვა მასალით. ბურთულის ზომა დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, ძაფის სისქეზე და ყაისნაღის ზომაზე.დანარჩენში კი თქვენი ფანტაზია და გემოვნება დაგეხმარებათ.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved