ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

იმ კომპიუტერულ პროგრამებს შორის, რომლებიც მოდის დიზაინისთვის არის განკუთვნილი, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და პოპულარულია VF Pro. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა მოდის ვირტუალურ სამყაროში იმოგზაუროთ, შექმნათ ნებისმიერი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, შეარჩიოთ მოდელები და თქვენი დიზაინით შემოსოთ ისინი, რის შემდეგაც შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ვირტუალურ სალონში და თქვენს მოდელ ქალს ან მამაკაცს შეუცვალოთ თმის ან თვალის ფერი, გაუკეთოთ მაკიაჟი. ბოლო ეტაპი კი არის პოდიუმი, ფოტოსტუდია და პეიზაჟი - აქ  შეუცვლით და დააფიქსირებთ განათებას, ხედს, ზომას და ა.შ. ტანსაცმლის დიზაინის ეს პროგრამა ფართო შესაძლებლობების მქონეა. ერთნაირად საინტერესოა როგორც მომავალი დიზაინერებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს თავისი მოდელები კლიენტებს შესთავაზოს და თვალსაჩინო ნიმუშებით არჩევანის საშუალება მისცეს. პროგრამას გააჩნია არა ერთი სხვა შესაძლებლობაც. არსებობს ამ პროგრამის რამდენიმე ვერსია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის. "კორაში" ჩვენ ვსარგებლობთ ამ პროგრამის პროფესიონალური ვერსიით VF PRO. დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამის შეძენა შეგიძლიათ ოფიციალურ  ვებ-გვერდზე http://virtual-fashion.com/html/en/index.php



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved