ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეს თარგი ერთნაირი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ როგორც ყოველდღიური, ისე საშინაო ან გამოსასვლელი კაბისთვის. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ქსოვილს შეარჩევთ, სრულიად განსხვავებულ ეფექტს მიიღებთ. თარგი უმარტივესია, და თუ კერვის პროცესში კაბას ორი სხვადასხვა ფერის ან ფაქტურის ქსოვილისგან შეკერავთ, მიიღებთ ორმხრივ მოდელს, რომლის გამოყენებაც ორივე მხრიდან ერთნაირად იქნება შესაძლებელი. გახსოვდეთ: კაბა-ტრანსფორმერისთვის რეკომენდებულია ტრიკოტაჟის ან სხვა ელასტიური ქსოვილები.

თუ თქვენთვის ეს მოდელი მისაღებია და გადაწყვეტთ მის შეკერვას, გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით თქვენი ნამუშევრის ფოტო სურათები და გააცანით მკითხელს თქვენი შესაძლებლობები.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved