ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

კერვის პროცესის გამარტივებასა და ხარისხიანი ტანსაცმლის კერვაში დაგეხმარებათ სპეციალური დანიშნულების სამანქანე თათები. საკმარისია მხოლოდ გაეცნოთ ამ თათების ფუნქციებს, შეანაცვლოთ ესა თუ ის თათი და სასურველი შედეგი გარანტირებულია.

ტრიკოტაჟის ქსოვილის კანტით დამუშავების საუკეთესო გზაა სპეციალური თათი, რომელიც უმარტივესია თავისი გამოყენებით. ამავე ხერხით შესაძლებელია დამუშავდეს არაელასტიური ქსოვილებიც. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვიდეო-გაკვეთილი კი კიდევ უფრო გასაგებს გახდის ამ პროცესს.

 

 

 

 

ეს თათი მარტივად შეანაოჭებს ნებისმიერ ქსოვილს თქვენთვის სასურველი სიმჭიდროვით. საშუალებას მოგცემთ შეაერთოთ ორი ან სამი დეტალი და შექმნათ ეფექტური დეკორატიული ელემენტები.

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი საუკეთესო დამატებითი სამანქანე თათი, რომელიც უპრობლემოდ და ხარისხიანად დამუშავებს ღილკილოებს(საღილეებს) თქვენს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე:

მომდევნო ვიდეო-გაკვეთილში ნაჩვენებია ფარული ელვა-შესაკრავის ჩაკერების ტექნიკა ასევე სპეციალური თათით, რომელიც იდეალურად ჩააკერებს ელვა-შესაკრავს თქვენს მიერ შერჩეულ დეტალებს შორის.

 

 

 

 

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფოტოს დამატებითი თათების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან: კიდეებისა და შემონაკეცების სისწორის მისაღწევად გამოიყინება სხვადასხვა სიგანის მქონე თათები: 5მმ, 7მმ, 15მმ.

 

 

 

 

 

თანამედროვე ქსოვილების ფართო ასორტიმენტი, ჯინსის, ზამშის, ტყავისა და იმ სხვა ქსოვილების სტრუქტურა ხშირად ართულებს კერვის პროცესს, ქსოვილი თათის ქვეშ შეფერხებით გადაადგილდება და გარდა დაბალი ხარისხისა ქსოვილის დაზიანებასაც იწვევს. ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია ლითონის გორგოლაჭიანი და ტეფლონისგან დამზადებული თათების დახმარებით.

მომდევნო გაკვეთილებში წარმოგიდგენთ სპეცდანიშნულების სხვა თათებსა და მოწყობილობებს, კვლავ შემოგთავაზებთ საინტერესო ვიდეო მასალას.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved