ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

ფატა ქალის საქორწილო მსუბუქი თავსაბურავია. მზადდება გიპიურის(მაქმანისებური), ბადისებური ან სხვა გამჭვირვალე ქსოვილისგან. გვხვდება სადა ან დეკორირებული სახით. მისი სიგრძე სხვადასხვაგვარია, თუმცა არ შეიძლება სიგრძის ნებისმიერად განსაზღვრა, რადგან არსებობს მკაცრად გათვლილი, ფიქსირებული ზომები, რომელიც პროფესიონალი დიზაინერების კოლექციებში ყოველთვის დაცულია.

 


''ვუალ''-ი ფრანგული წარმოშობისაა. ეს არის ქალის ქუდზე მიმაგრებული მსუბუქი ქსოვილის ან ბადე–ქსოვილის ნეჭერი, რომელიც სახეს სრულად ან ნაწილობრივ ფარავს. ვუალის ტარება მიღებულია არა მარტო საქორწინო აქსესუარის სახით; იგი წარმოადგენს მაღალი წრის საზოგადოებაში არისტოკრატიზმის და ელეგენტარობის გამომხატველ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved