ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

   მოდის მუდმივი ცვალებადობა, თავისთავად, ითხოვს ტანსაცმლის ფორმისა და სილუეტის განახლებასაც. ეს ცვალებადობა პირდაპირ კავშირშია საბაზისო თარგების გამოყენებასთან, რადგან მის გარეშე შეუძლებელია იმ მრავალრიცხოვანი ვარიანტების მიღება, რომელიც რეალურად არსებობს.    

   გარდა ამისა, სწორად შერჩეული სილუეტი საშუალებას იძლევა სხეულის აღნაგობა მაქსიმალურად ლამაზი და მოხდენილი გამოჩნდეს, გამოიკვეთოს მისი საუკეთესო მხარეები ან პირიქით, შეინიღბოს ნაკლოვანებები. ვიზუალური მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ, ტანსაცმლის ფორმისა და სილუეტის წყალობით შესაძლებელია სტილისა და იმიჯის რადიკალურად შეცვლაც.

არსებობს სხვადასხვაგვარი სილუეტი, მათ შორის: პირამიდა, V-ს მაგვარი, სწორკუთხა, ქვიშის საათი, ტრაპეცია და ა.შ. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რა ფორმის ტანსაცმლის მიღებაა შესაძლებელი მოდის ტენდენციებისა და სხეულის მოყვანილობის თავისებურებიდან გამომდინარე.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved