ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

  ირიბი არშიის დამზადების ტექნოლოგია ვიდეოგაკვეთილის სახით დაგეხმარებათ საზაფხულო ტასაცმელებზე ამონაჭრებისა და სხვადასხვა დეტალების დამუშავებაში. მიუხედავად იმისა, რომ არშიები მზა სახითაც შეგიძლიათ შეიძინოთ, ხშირად თქვენთვის სასურველი ქსოვილისთვის შესაფერისი მასალის ან ფერის არშიების მოძიება ძნელია, ამიტომ მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ: ამისათვის არსებობს მარტივი და ძალზედ პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. თუ არშიის დამზადებას თავად გადაწყვეტთ, მთავარია გახსოვდეთ, რომ არშიისთვის აუცილებელია დიაგონალურად აჭრილი, სამმაგი სიგანის ქსოვილი. დანარჩენს კი ამ ვიდეოში გაეცნობით.

   ხელსაწყო, ანუ პრესები, რომლითაც ამზადებენ დასამუშავებელ არშიებს, ფოტოსურათებზეა მოცემული. არსებობს სხვადასხვა სიგანის მქონე, დაწყებული 10მმ–დან 60მმ–მდე. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ 12მმ და 25მმ–იან პრესებს.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved