ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

   6-ნაჭრიანი ქვედაკაბების იმდენად მრავალი ვარიანტი არსებობს, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ ყველა მათგანს საფუძვლედ უდევს ერთი, ძირითადი საბაზისო თარგი, რომელსაც ზალიან მარტივად და მცირე დროში აგებენ. ამისათვის საჭიროა წელისა და თეძოს გარშემოწერილობები გაყოთ 6 ტოლ ნაწილად და სიმეტრიულად გაანაწილოთ ცენტრალურ ხაზზე.

   შედეგად მიიღებთ თარგის 1/6 ნაწილს, რომელსაც სურვილის მიხედვით შეუცვლით ქვედა ნაწილის ფორმას. ამით სრულიად განსხვავებული სილუეტების მიღებას შესძლებთ, მათ შორის ფრანგული გოდესიც. ანალოგიურად აიგება 4, 8,10 და 12 ნაჭრიანი ქვედა კაბების თარგიც.

   ქსოვილზე თარგის სწორად განლაგებისათვის გაითვალისწინეთ ქსოვილის თავისებურება: თუ ქსოვილი სადა და გლუვი ზედაპირის მქონეა, მაშინ თარგის ქსოვილზე განლაგება ხდება ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები:

  მაგრამ, თუ ქსოვილს აქვს პრინტიანი ან  ხაოიანი ზედაპირი (მაგ.: ხავერდი, ველვეტი და ა.შ.), მაშინ თარგი ქსოვილზე უნდა განლაგდეს შემდეგნაირად:

საბაზისო თარგების გამოყენებით შეკერილი მოდელების ვარიანტები:



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved