ონლაინ–გაკვეთილები

   ქვედა–კაბა "ფანქარი" ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოდის მუდმივი ცვალებადობისა და ახალი ტენდენციების მოთხოვნების მიუხედავად, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში თავის აქტუალურობას არ კარგავს. მასზე არ ვრცელდება მოდური ცხოვრების არანაირი ცვლილებები და ახალი მოთხოვნები. ქალს, რომელსაც თავის გარდერობში თუნდაც ერთი მსგავსი მოდელი აქვს, შეუძლია თავი იგრძნოს როგორც ნამდვილმა ლედიმ, ან როგორც თანამედროვე, სექსუალურმა ქალმა, შესანიშნავად გამოიყურებოდეს საქმიან შეხვედრებზე, წვეულებებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

   თანამედროვე სტილის ქვედა–კაბა "ფანქარი" შეიძლება შეიკeროს პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილისგან, აქცენტი გაკეთდეს მოდის მოთხოვნებზე: ამაღლებული ან პირიქით, დადაბლებული წელის ხაზით, უკან შეხსნილი შუახაზით, დეკორატიული ჯიბეებით, სალტით და სხვა, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, კლასიკური მოდელისთვის დაცული უნდა იყოს ორი მთავარი პირობა: ძირის ხაზთან შევიწროვებული ფორმა და სიგრძე – ე.წ. "ოქროს შუალედი", რომელიც მუხლის თავის შუახაზზე მდებარეობს.

   როგორც წესი, მსგავსი ქვედა კაბები აიგება საბაზისო თარგის საფუძველზე და თუ იგი სხეულზე სწორად და კარგად არის მორგებული, ყველა ქალს უხდება.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved